ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

28, დეკემბერი 2017 20:03:00

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კლეგიამ  „ჯორჯიან მარგანეზის“ სარჩელი არ დააკამყოფილა. მოსარჩელეს დასადოდ ჰქონდა გამხდარი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის რიგი ნორმები, რომლებიც მოსარჩელის შეფასებით, ზღუდავდა საკუთრების უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას. კერძოდ, იგი ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად გადაიხადოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური, ანუ იმ სიმძლავრის, რომელსაც თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ და გამოიყენება ელექტროენერგიის დროებითი დეფიციტის შესავსებად. მოსრჩელე ამტიცებდა, რომ ეს გადასახადი მას ტვირთად აწევს, თუმცა სასამართლომ თქვა, რომ ელექტროსისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის სადაო გადასახადის გადახდა აუცილებელია. სასამართლომ დღესვე ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ტელენეტის“ სარჩელი. ამ შემთხვევაში, საგადასახოდო ორგანოს გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება ქონების ღირებულება დაეთვალა საბაზრო ან საბალანსო ღირებულებით, რაც მოსარჩელის შეფასებით დისკრიმინაციულია. მეორე კოლეგიამ ასევე დაასკვნა, რომ სადაო ნორმებში არ იყო დაკონკრეტებული კრიტერიუმები რა შემთხვევაში გამოიყენებოდა გადახდის ერთი ან მეორე ფორმა. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საკუთრების უფლებასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ფრემა“-ს კონსტიტუციური სარჩელი.

 


დღის ამბები