29, დეკემბერი 2017 14:08:00
„რუსთავი 2“-ის სარჩელზე საკონსტიუტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხდა. ე.წ. „ამორალური გარიგებების“ საქმეზე კონსტიტუციური სარჩელი პლენუმმა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ხუთი ხმით იქნა მიღებული, შესაბამისად მას თან ერთვის გიორგი კვერენჩხილაძის, ირინე იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრები. მოსამართლეთა ნაწილმა მოსარჩელე მხარის არგუმენტები ბუნდოვნად მიიჩნია, ნაწილმა კი დაასკვნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტუტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება გარიგების გაბათილება. ასევე აღნიშნავდა, რომ ბუნდოვანია, რა შეიძლება სასამართლომ გარიგების მონაწილე მხარეებს ჩაუთვალოს ამორალურად. ვიდრე საქმე პლენუმს გადაეცემოდა, სარჩელზე პირველი კოლეგია მუშაობდა. „რუსთავი 2“-ს ადვოკატი ამბობს, რომ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია.