05, თებერვალი 2018 17:14:00
ლუკა ასათიანის ქუჩის 41 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 60 მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთები მაინც დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის მერიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს. უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხს უკვე სწავლობენ.