20, თებერვალი 2018 14:12:00
მოლაპარაკების წარმოების მიზნით მოსამართლემ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სასამართლო პროცესი ერთი თვით გადადო. სხსდომაზე მერიის წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა და მოსარჩელე მხარეს უწყების ინიციატივა გააცნო. სხდომაზე ინიციატივით მოსარჩელე მხარეც გამოვიდა. ადვოკატებმა მერიისგან რამდენიმე თვის წინ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მოითხოვეს, რომელიც სხვა საკულტო ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვების გაცემას ეხებოდა. შეგახსენებთ, მოსარჩელე მხარე ბათუმის მერიას მეჩეთის მშენებლობის მიზნით შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემას ედავება. ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. მოსარჩელე მხარის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ.