21, აპრილი 2018 20:55:00
ქურდობა ბათუმში. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თბილისის მოედანზე, ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს. თვითმხილველებმა სატელევიზიო კონეტარისაგან თავი შეიკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.