16, მაისი 2018 14:11:00
ბუნებრივი აირის ცენტრალურ მაგისტრალზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ დღის 4 საათიდან რეგიონს გაზმომარაგება შეეზღუდება. "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" მენეჯმენტში განმარტეს, რომ აირის მიწოდება შეუწყდება მსხვილ ობიექტებს, სასტუმროებს, გაზგასამართ სადგურებს და ქარხნებს. კომპანია მოსახლეობას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, გაზის გათიშვის შემთხვევაში ონკანი ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა იყოს.