26, მაისი 2018 20:47:00
როგორც ყოველთვის, ბათუმელების განსაკუთრებულ ყურადღებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო ტექნიკის გამოფენა იპყრობს. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ტექნიკა, საბრძოლო იარაღი, ჯარისკაცის აღჭურვილობა და სხვა ატრიბუტიკა. აქ დამთვალიერებლებს სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც შეეძლოთ. გამოფენაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც.