დღესვე, ერთდროულად საქართველოს 6 ქალაქში: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო. ბათუმელი წვევამდელებისთვის ფიცის მიღების ცერემონია სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.