02, ივნისი 2018 20:07:00
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა მიმართულების წამყვანმა სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები პაციენტებს 20-მდე მიმართულებით ჩაუტარეს. იყო ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევებიც. საქველმოქმედო აქცია ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში კლინიკაში 500-მდე პაციენტი გამოიკვლიეს. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და პარლამენტის წევრი ნუკრი ბეჟანიძე ადგილზე გაეცნენ.