21, ივლისი 2018 20:44:00
ბათუმის მერიაში იმ 17 ვაკანტურ პოზიციაზე , სადაც კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, განმეორებითი კონკურსი ჩატარდება, თუმცა როდის, ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი. რატომ ჭირს რიგი სამსახურების დაკომპლექტება - მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი სახელფასო სარგოების ოდენობაა. მიუხედავად ამისა, ხელფასების გაზრდა არ იგეგმება. მერიამ ვერ დააკომპლექტა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები. ამ მიმართულებით 11 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული კონკურსი. შედეგად მხოლოდ უფროსის ვაკანსიაზე გამოვლინდა გამარჯვებული, დანარჩენ 10 პოზიციაზე კი კონკურსი ჩაიშალა. საკონკურსო კომისიამ ვერც ახალშექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი და სპეციალისტები შეარჩია. ვაკანსია სულ 28 თანამდებობაზე იყო გამოცხადებული.