სამშაბათი 20, აგვისტო 2019

ბაღებში აღმზრდელების რაოდენობას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი იქნება

28, ივლისი 2018 20:10:00

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღმზრდელების რაოდენობა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი იქნება. კერძოდ, 2-დან 3-წლამდე ასაკის ჯგუფებში  ყოველ 13 აღსაზრდელთან ერთი აღმზრდელი და ერთი აღმზრდელ-პედაგოგი იმუშავებს, 3-დან, 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფებში  კი ყოველ 15 აღსაზრდელზე თითო აღმზრდელი და აღმზრდელ-პედაგოგი მოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. ასევე, ცვლილებების მიხედვით, 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფებში არაუმეტეს 25 ბავშვი იქნება, 3-დან 5-წლამდე  ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფებში კი  არაუმეტეს 30 ბავშვი.


დღის ამბები