01, აგვისტო 2018 20:14:00
ოპოზიციამ ფიროსმანის ქუჩაზე არსებული ტერიტორიის შემოღობვას ეწინააღმდეგება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია "ორბი ჯგუფი" უკანონოდ ახორციელებს, რაზეც მირდატ ქამადაძე მერიას რეაგირებას სთხოვს. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დარღვევის შესახებ კომპანია ერთხელ დააჯარიმეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი, რომელიც ტერიტორიის მესაკუთრეა ორგანიზაცია კანონდარღვევის გამო გააფრთხილა. ორბი ჯგუფის იურისტი ამბობს, რომ ტერიტორია შეცდომით შემოსაზღვრეს. გელა მახარაძის თქმით, კონსტრუქციის დემონტაჟი ხვალ დაიწყება.