02, ნოემბერი 2018 20:37:00
დახარჯული მილიონები და სოფლები უწყლოდ. შუახევში მცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ.თანხა დაიხარჯა, თუმცა საკითხი იმის გამო ვერ გადაიჭრა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი ბოლომდე არ მიიყვანა. ჩვენი ჟურნალკისტი არკვევდა - რასთან გვაქვს საქმე ? ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვასთან თუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებთან?
შუახევის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ფურტიო - ბუთურაულსა და ნენიაში სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების მიზნით, შუახევის მერიამ ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოყო და წყალსადენის მშენებლობაზე ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვაში გამრჯვებულ კომპანიას 2015 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაუფორმა. კომპანიას დასრულებული ობიექტი გასული წლის ბოლოსთვის უნდა ჩაებარებინა და სოფლებში წყლის პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა დღემდე აქ არც წყალსადენის მშენებლობა დასრულებულა და არც სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულა. სოფელ ნენიაში ამბობენ, რომ sასმელი წყლის პრობლემა აქ წლები ვერ გვარდება.
ადგილობრივების თქმით, წყალსადენი უხარისხოდ კეთდება და ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ მეორადი მილები ჩააწყო, რასაც ყოფილი მერის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე, ზვიად დიასამიძე შეეწირა.
სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია სოფელ ბუთურაულშიც, აქ წყლის პრობლემა არა მარტო მოსახლეობას, საჯარო სკოლასაც აქვს. სკოლის ეზოში არსებული წყლის ავზი, ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, სპეციალურად გადმოყვნილი პოლიეთილენის მილით პერიოდულად ივსება. უწყლობის გამო აქ უფუნქციო დარჩა ის სველი წერტილებიც, რომელიც სკოლამ გასულ წელს შენობის პირველ სართულზე მოაწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მურად მიქელაძე ადასტურებს, რომ სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ პირველად მეორადი მილები ჩააწყო, თუმცა მერიის მოთხოვნით მილები მალე შეცვალა, რაც შეხება სამუშაოების დაგვიანებით შესრულებას ამბობს, რომ კომპანია ჯარიმდება დაჯარიმის სახით, ამ დრომდე 350 000 ლარი აქვს გადახდილი.
წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013-2015 წელს მერიამ შვიდ სოფელში, მათ შორის ფურტიოში, ნენიასა და ბუთურაულში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად ჰიდროლოგიური ჭები მოაწყო და მთლიანობაში 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა, მაგრამ დღეს ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა.
კითხვაზე რატომ ვერ გვარდება სასმელი წყლის პრობლემა შუახევში იმის ფონზე რომ ყოველწლიურდ მილიონობით თანხა იხარჯება? მურად მიქელაძე პასუხობს
სინქრონი: მურად მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
როდის მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა შუახევში და კიდევ რამდენი მილიონსი დაიხარჯება ერთსა და იმავე ლოკაციაზე სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად - ეს შუახევის მერიის მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული.