12, ნოემბერი 2018 20:01:00
ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2 კვირაში სუბსიდირების პროგრამას დაიწყებს. 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო 10 თეთრს გადაიხდის. ჩვენი ჟურნაისტი გიამბობთ რამდენად საკმარისია ფერმერებისთვის შეთავაზებული თანხა და როგორ მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი რეგიონში?
რევაზ ლომინაძემ მანდარინი მუშების დახმარებით უკვე დაკრიფა. ახლა კი მოსავლის რეალიზაციის მოლოდინშია. ფერმერის თქმით, წელს ნაყოფი გასულ წელთან შედარებით კარგია. მანდარინის ხეების შეწამლვა 3- ჯერ მოახერხა, რაშიც სახელმწიფო არ დახმარებია.
რევაზისგა განსხვავებით ჯემალ მგელაძეს ციტრუსის დაბინავება ჯერ არ დაუსრულებია. სტანდარტული მანდარინის ფასი, რასაც დღეს ექსპორტიორები სთავაზობენ არასაკმარისია, რადგან ფერმერის მიერ გაწეული ხარჯი გაცილებით მეტია.
სოფელ ახალშენში ციტრუსის მიმღები ეს საწარმო ყოველდღიურად 2-დან 3 ტონამდე მანდარინის მიღებას ახერხებს. ექსპორტიორი ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზებას სომხეთში გეგმავს, რადგან იქ ციტრუსის განბაჟება სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით მარტივი და იაფია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ციტრუსის სეზონი შეფერხებების გარეშე წარმატებულად მიმდინარეობს. ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს კი მინისტრის თქმით, პოლონეთი და უნგრეთიც შეემატა. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ წელს ციტრუსის სუფსიდირება მოხდება, რაც ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში 60 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან. დღეისათვის კი 717 ტონამდე მანდარინი უკვე რეალიზებულია.