08, მარტი 2017 20:32:00
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღესვე ფეხბურთის მოედნის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხეს. ზურაბ პატარაძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნეს, რომ ტენდერი, რომელიც მშენებელ კომპანიას გამოავლენს, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები არაუგვიანეს სამი თვის ვადაში დაიწყება.