31, დეკემბერი 2018 20:21:00
და მაშინ როცა ჩვენ, სახლებში სადღესასწაულო მზადება გვაქვს ან საახალწლო სუფრასთან ვზეიმობთ, არიან ადამიანები, რომლებიც იმაზე ზრუნავენ, რომ ამ ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ეს ადამიანები სამართალდამცველები არიან. მომდევნო სიუჟეტის გმირი ირაკლი ბერიძეა. ახალგაზრდა პოლიციელი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა დღესასწაულს პოლიციელის ფორმაში 24 საათიანი მორიგეობით ხვდება. ბავშვობის ოცნება აიხდინა და თვლის, რომ თანამოქალაქეების სიმშვიდის დაცვა მისი ცხოვრებისეული მისიაა.