01, თებერვალი 2019 20:02:00
ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ერთიანი ნაცოიონალური მოძრაობის წევრები დააკავეს. დები ხოროიშვილები დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორ აფასებენ ფაქტს მმართველ გუნდში, ოპოზიციასა და მესამე სექტორში?
დები ინგა და ირმა ხოროიშვილები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან გუშინ, გვიან ღამით ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციაში მომხდარი ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს. „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კონკრეტული ადამიანების დაკავება, ხელისუფლების დავალება იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
ფაქტს მორალურ ტერორს უწოდებს და გამოძიებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ წევრი. ცოტნე ანანიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი ფაქტების გავრცელება დანაშაულია.
ობიექტური გამოძიების იმედი აქვს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავარია საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. შსს-მ ფაქტზე უკვე 16 პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.