27, თებერვალი 2019 17:16:00
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ინიციატივით ჩანიშნულ სხდომაზე დეპუტატთა ნაწილი და საკრებულოს თავჯდომარე არ მივიდა. სწორედ ამ სხდომაზე ოპოზიცია მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდა. აუდიტის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას ხარვეზები დაფიქსირდა. ხვალ, საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე ოპოზიცია თავჯდომარის იმპიჩმენტის საკითხსაც დააყენებს.