13, მარტი 2017 20:59:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხეს. მიზეზი ორი დღის წინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქციაზე გაკეთებული განცხადებებია. პარტიაში ამბობენ, რომ აქციაზე ირაკლი ჩხვირკიას განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული აი იყო და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ გამოხატავდა. უფრო მეტიც, მისი განცხადებები პარტიის პოზიციას ეწინააღმდეგება. თავად ირაკლი ჩხვირკია ამბობს, რომ ის აქციას როგორც რიგითი მოქალაქე შეუერთდა და კომენტარებიც არა პარტიის სახელით, არამედ რიგითი მოქალაქის სტატუსით გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიამ აქციაზე შეკრებილ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, ასევე იგი მთავრობის გადადგომასა და აქციის მონაწილეების ხელშეუხებლობას ითხოვდა.