შაბათი 25, მაისი 2019

ყოფილი თანამშრომლები ორგანიზაციის წინააღმდეგ

14, მარტი 2019 20:53:00

მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები არაჰუმანურ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ. რატომ გაუშვეს 8 ადამიანი სანდასუფთავების სამსახურიდან ? რა პრეტენზიები აქვთ მათ და რა პასუხობი გაგვცა ადრესატმა? არღვევდა თუ არა ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობებს?  

რევაზ რაზმაძე 3 წევრიანი ოჯახს აქამდე 260 ლარიანი ხელფასით არჩენდა. უკიდერესად გაჭირვებული 4 წლის მანძილზე სანდასუფთავების სამსახურში თავდაუზოგავად შრომობდა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ, მიიღო. მიზეზი  მისთვის გაურკვეველია. 

რევაზ რაზმაზის მსგავსად, ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურიდან კიდევ 7 მეველე გაანთავისუფლეს. ყოფილი თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ირღვეოდა. კვირაში 40-ის ნაცვლად 90 საათს ამუშავებდნენ.

სანდასუფთავების ყოფილი თანამშრომლებს პრეტენზიები აქვთ ანაზღაურებასთან დაკავშრებითაც. 

უფლებების დაცვის მიზნით პროფკავშირები დასაქმებულებს თანამშრომლობას სთავაზობს. პროფესიულ გაერთიანებაში განმარტეს, რომ მხარეების მოსაზრებებს გაეცნობიან, რის შემდეგაც შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყონ. 

სანდასუფთავების სამსახურის უფროსი ბრალდებებს უარყოფს. ვაჟა რამიშვილი ამბობს, რომ მეველეები რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატომ იღებდნენ დასაქმებულები 100 ლარით ნაკლებ ხელფასს? რამიშვილი ვერ გვპასუხობს, რადგან თანამდებობრივი სარგოს ოდენობა უფროსმა არ იცის. 

სანდასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები შიშობენ, რომ ახალი სამუშაოს პოვნა გაუჭირდებათ. ისინი ორგანიზაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ცნობისთვის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლებს დამსაქმებლის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამთ.