20, მაისი 2019 20:04:00
ხულომ პირველი პირი აირჩია. მუნიციპალიტეტს მმართველი გუნდის კანდიდატი უხემძღვანელებს. რამდენად სამართლიანად მოიპოვა ხალხის ხმები ვახტანგ ბერიძემ? ოპოზიციას კენჭისყრის პროცესებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. ბრალდებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ისმის.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა ვახტანგ ბერიძემ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 71, 91% -იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მას 23, 74% - მა დაუჭირა მხარი. ამ ორი კანდიდატის გარდა, პროცნტულად ყველაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, გამარჯვებული კანდიდატის სახელ - გვარის მქონე მეორე ვახტანგ ბერიძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას არც წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარებია და არც მოსახლეობა იცნობს, ხულოს ამომრჩეველთა 3,63%- იანი მხარდაჭერა მიიღო.
14 კანდიდატს შორის, გამარჯვებული ვახტანგ ბერიძე, ამომრჩეველთა მხარდაჭერის ძირითად მოტივად, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, კომუნიკაციას, სწორ ხედვასა და გუნდურობას ასახელებს. ამბობს, რომ ხულოს განვითარებისთვის აქტიურად იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ვახტანგ ბერიძის გამარჯვებით, ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.
ნაციონალური მოძრაობის, ხულოს საარჩევნო შტაბის უფროსი, გია აბულაძე აცხადებს, რომ არსებული რეალობა ხელისუფლების ზეწოლის შედეგია. ჩვენ მას ასევე ვკითხეთ, სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელმა განცხადებამ ხომ არ განაპირობა, რაზეც თქვა, რომ პარტიას საუკეთესო კანდიდატი ჰყავდა, კარგი საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ეს კი წინასაარჩევნო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:
თავად ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ბრძოლას გაგრძელებს და საზოგადოებას აჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აქვე მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მოუწოდა ცინიზმს მოეშვას.
ხულოს მერის რიგგრარეშე არჩევნებზე 187 ბიულეტენი გაბათილდა და 22 საჩივარი დაიწერა, 4 - არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანმა არჩევნებმა“ დანარჩენი 18 კი, ნაციონალურმა მოძრაობამ დაწერა. ხულოს ოლქის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, საჩივრები პროცედურული სახისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.