შაბათი 24, აგვისტო 2019

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთადერთი საფეხბურთო მოედანი სამშენებლო კომპანიამ დაზიანა

13, ივნისი 2019 20:45:00

ბავშვები, რომლებსაც სპორტული აქტივობებით დაკავების შესაძლებლობა ჩამოართვეს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის  მოედანი ერთ ერთმა კომპანიამ დააზიანა. ადგილობრივებმა მერიას მიმართეს, თუმცა  განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ვინ უნდა აიღოს სპორტული სიცვრცის მოწყობაზე პასუხისმგებლობა?
ხიმშიაშვილის #94-ში მდებარე ფეხბურთის  მოედანი ერთი თვეა რაც  დაკეტილია. სპორტული სივრცე უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიმდებარე ტერიტორიაზე  სამუშაოები დაიწყო.  მიწის გრუნტის გამოცვლისას  სათამაშო მოედანი დაზიანდა.  აქ მცხოვრებლები ყვებიან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის , რის გამოც ერთი თვის წინ მცირეწლლოვანი დაშავდა. 
ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები  ბათუმის მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ორი კვირის წინ უწყებას განცხადებითაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოახდინეს.  ეჭვობენ, რომ კომპანია სტადიონის ტერიტორიასაც მიითვისებს.
ადგილზე სამუშაოებს კომპანია ,,ევროლუქსი“ აწარმოებს. აქ მცირეწლოვანის დაშავების შესახებ ფაქტს უარყოფენ. გელა კახიძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე ახალი სტადიონი მოეწყობა.  
ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა. პირად საუბარში  კი განაცხადეს,  რომ  ფაქტის მოკვლევა დაწყებულია. Aაქ ისიც თქვეს, რომ  სამუშაოები  მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც კომპანია მოსახლეობის უსაფრთხოებას ნორმების დაცვას უზრუნველყოფს 


დღის ამბები