27, მარტი 2017 20:06:00
27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. თარიღი მსოფლიოში 1961 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ „თეატრალთა“ პროფესიული დღესასწაული ახალი სპექტაკლებით აღენიშნათ. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპეკტაკლი „ კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ წარმოადგინეს. სპექტაკლის შემდეგ თეატრში ჟურნალ „აფსაროსის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ფარგლებში ფოიეში სხვადასხვა პერიოდში დადგმული სპექტაკლების აფიშები და ფოტოებიც გამოიფინა.