09, ივლისი 2019 20:27:00
ემუქრება თუ კოლაფსი ტურისტული ემბარგოს შემდეგ სასტუმროებს? მცირე ბიზნესის მფლობელები შემოსავლების შემცირებე საუბრობენ. ემუქრება თუ არა სეზონს ჩავარდნა? როგორია ამ სფეროში ექსპერტებსი შეფასებები და მოლოდინები? რას უნდა აკეთებდეს მთავრობა კრიზისის თავიდან ასაცილებლად? ხატია გოგრაჭაძე ისმენდა დღის განმავლობაში მხარეების მოსაზრებებს.
ტურისტული ემბარგოს შემდეგ, ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ ჯავშნები გაუუქმდათ. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ვალდებულებები აქვთ, იმედიანად არიან და ფიქრობენ, რომ ტრისტული სეზონი, არ ჩავარდება.
სტუმრებს სხვა ქვეყნებიდან ელოდებიან. ფიქრობენ, რომ შექმნილ სიტუაციას თანამოქალაქეებიც გაიაზრებენ და ზაფხულს საქართველოში გაატარებენ. ნელი სისოშვილის თქმით, ქართველები კარგი გადამხდელები არიან და სეზონზე, ძირითადად, მაინც შიდა ტურისტები სტუმრობენ.
ტურიზმის ექპერტის შეფასებით, მოკლე პერიოდში რთულია პრობლემის მოგვარება, თუმცა გარკვეული ქმედითი ნაბიჯებით, სიტუაციის ბალანსირება შესაძლებელია. ზვიად ელიზიანის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი, ალტერნატიული ბაზრების მიმართულებით უნდა გააქტიურდეს და მთავრობამ საოჯახო ტიპის სასტუმროებს ხელი უნდა შეუწყოს.
ოპოზიცია შექმინლ ვითარებაში მთავრობას ადანაშაულებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბაზარი ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. რევაზ ხარაზის თქმით, ხელისუფლების უუნარონის ფონზე, ეს კრიზისი მოსალოდნელი იყო.
რევაზ ხარაზი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტურისტულ სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პიარ კამპანიები აქტიურად მიმდინარეობს. თინათინ ზოიძის თქმით, დეპარტამენტისთვის, შიდა ტურიზმის სტიმულირებაც პრიორიტეტულია.
საქართველოს მთავრობა, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ვითარების საპასუხოდ, მცირე სასტუმროების კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებაში მონაწილეობას აანონსებს.
აჭარის მთავრობაში საპასუხოდ ამ ეტაოზე მზად არ აღმოჩდნენ. თქვეს, რომ საკითხზე მუშაოებენ და განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებენ.