კვირა 18, აგვისტო 2019

ქართული ოცნების რეგიონულ ორგანიზაციას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

17, ივლისი 2019 17:34:00

,,ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. პარტიული თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ჩაიბარა. შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.