ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

რომაული ფესტივალი გონიოს ციხეში

19, აგვისტო 2019 20:04:00

ხვალ,  გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა ასევე სადღესასწაულო ბაზრობაც. ფესტივალის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.