19, აპრილი 2017 17:09:00
შავ ზღვაში მცურავმა გემმა „გეროი არსენალმა“ კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის წევრთაგან ერთი საქართველოს მოქალაქე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერდა, ეკიპაჟის 11 წევრის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველთა თქმით კატასტროფა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა გამოიწვია. ნაპოვნი მეზღვაური უკრაინელია. სამძებრო-სამაშველო სამუსაოებში 140-მდე ადამიანია ჩართული. შემთხვევის ადგილას მუშაოებენ სამაშველო ვერტმფრენებიც. სააგენტოს ცნობით, ფოთის პორტში გემი 2017 წელს იმყოფებოდა და გადამოწმების შედეგად ტექნიკურად გამართული იყო. არსებული ინფორმაციით, გემი რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით გადადგილდება და მარცვლეულით იყო დატვირთული. „გეროი არსენალი“ პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. უახლოესი ინფორმაციით ნაპოვნია ორი მეზღვაურის ცხედარი, თუმცა მათი იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.