04, ოქტომბერი 2019 20:55:00
ბოლო 2 წლის განმავლობაში თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობა გაიზარდა, პრობლემად კი საჯარო ინფორმაციის მიღება რჩება. დაბალია კიდევ ერთი მაჩვენებელი - საკრებულოს სხდომებზე დასწრების . მოსახლეობის თანამონაწილეობის პრაქტიკის დასადგენად, კვლევა მუნიციპალიტეტების მიხედვით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩაატარა.
კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიაში დასახლების საერთო კრება საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა, დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემა და საკვლევ პერიოდში, საკრებულოში, შვიდი პეტიცია დარეგისტრირდა.
საერთო კრების ჩატარების შესახებ, ქობულეთის მერიას ინფორმაცია არ აქვს წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემა, სადაც რვა განაცხადი დარეგისტრირდა.
ხელვაჩაურში მოსახლეობის საერთო კრება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდა. დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემაც. თუმცა თვითმმართველობას, ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმები არ აქვს წარმოდგენილი.
შუახევის მერია მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი პეტიცია დარეგისტრირდა, რაც შეეხება საერთო კრების ჩატარებას, თვითმმართველობაში ყველა სოფელში გაიმართა. ინდივიდუალური შეხვედრების გასვლითი ოქმები კი, უწყების მხრიდან, წარმოდგენილი არ არის.
ქედის მმუნიციპალიტეტში საერთო კრება ორჯერ, სოფელ ზენდიდსა და მოსიაშვილებში გაიმართა. დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, ხუთი განაცხადი დარეგისტრირდა.
საკვლევ პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელში დასახლების საერთო კრება გაიმართა. აქედან ექვში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, ხოლო დანარჩენში ინფრასტრუქტურული საჭიროებები განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, ექვსი პეტიცია დარეგისტრირდა.
კვლევაში, პოზიტიურ მაჩვენებლად, თითოელ მუინიციპალიტეტში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება იკვეთება. მოსახლეობისთვის საქმიანობის ანგარიში, ექვსი მუნიციპალიტეტის მერებს შორის, მხოლოდ ქობულეთის მერს არ აქვს წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტების მიხედვით, დაბალია საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეთა დასწრების მაჩვენებელი. სირთულეს კი საჯარო ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.