14, ოქტომბერი 2019 17:27:00
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველი ავრცელებს. ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.
თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თვეა იკავებს.