15, ოქტომბერი 2019 20:55:00
რა საჭიროებები აქვთ სოფლად მცხოვრებ ქალებს? როგორ ატარებენ თავისუფალ დროს და რა ართულებს ან ამარტივებს მათ ყოფას? დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა, ამიტომაც მათი სურვილები, ინტერესები, პრობლემები და მოთხოვნები ერთ სიუჟეტში მოვაქციეთ.
მარიკა სტილისტად მუშაობს, მისი ყოვედღიურობა ამ საქმიანობას უკავშირდება. ამბობს, რომ სოფლად ქალების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება განათლებაა, ფინანსების არქონა კი მნიშვნრლოვანი საჭოროებების გარეშე ქალების დარჩენას იწვევს.
ნუნუ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობს. მისი ყოვედღიური ყოფა ისევე, როგორც სხვა თანამუნიციპალიტეტელი ქალისა სოფლის მეურნრობაში ჩარტულობას უკავშირდება. ფიზიკურად შრომობს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი და მნიშვნრლოვანი საჭიროება მატერიალიზმია, რომლის არქონის გამო კი ქალებს ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკური გაძლიერება და განათლების ამაღლება- ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თვლის, რომ ქალთა საჭიროებების მხარდასაჭერად სახელმწიფო აქტიურად უნდა მუშაობდეს.
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სოფლად მცხოვრები ქალების შრომა საზოგადოების, მედიისა და სახელმწიფოს მხრიდან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. ცოტნე ანანიძის თქმით, აუცილებელია მუნიციპალიტეტის დონეზე მათი გაძლიერებისთვის ადგილობრივად დასაქმების ხელშეწყობა.
სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა.როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, სოფლად მცხოვრები ქალები საქართველოში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობაში, მაგრამ მათი თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კვლავაც არასაკმარისია.