საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. „ტექნოლოგიური განვითარება და ადამიანის თვითობა - იფიქრე, იგრძენი, იმოქმედე“- საფინანსო ორგანიზაციამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ტემატიკაზე შეხვედრა დაგეგმა. სტუდენტებს ის შესაძლებლობები გააცნეს, რასაც ბანკი მათ სხვადასხვა პროექტით სთავაზობს.
საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლებაა. ამ კუთხით ბანკი ბევრ პროექტს აფინანსებს და ახორციელებს. რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაციამ შეხვედრები ზაფხულში დაიწყო. პირველი ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა, სადაც სპიკერებმა სტუდენტებს წარმატების ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებლობებზე და მოტივაციაზე ესაუბრნენ.
ბათუმში, ჩატარებული ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რასაც მათ ბანკი საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტებით აძლევს. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული შესაძლებლობები. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ანდრო დგებუაძის ვორკშოპში.
მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მობილური აპლიკაციაც, სახელწოდებით Si App, რომელიც რიზვან ტოხოსაშვილმა და ნიკა შინჯიკაშვილმა სტუდენტებს გააცნეს. ის გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას სიარულისა და სირბილის დროს. აპლიკაცია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.