27, იანვარი 2020 18:26:00
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წარმომადგენლები, თორნიკე რიჟვაძის მიერ ოპონენტების შარლატანებად მოხსენიებას ეხმაურებიან. გიორგი კირთაძემ, რეგიონის პირველ პირსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სამი მილიარდი ლარის ინვესტიციის პროექტების, დოკუმენტების წარმოდგენისკენ მოუწოდა. კირთაძის თქმით, სწორედ აქ გამოჩნდება ვინ არის ე.წ შარლატანი და ვინ კარგი ეკონომისტი.