23, მაისი 2017 20:13:00
სუვენირებით გარემოვაჭრეებმა და ბათუმის მერიამ შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. ე.წ „ერმაკოვის ჯიხურების“ მფლობელები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. აცხადებენ, რომ მერიის მიერ შესყიდული 25 სავაჭრო ჯიხური , მათთვის საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ჯიხურების რაოდენობა არ დაემატება, საქართევლოს პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას გეგმავენ.