24, მაისი 2017 20:04:00
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. თოთხმეტ კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის წინადადება 22- მა კომპანიამ წარმოადგინა. შეირჩა 10 კომპანია, რომელთა ფინანსური წინადადებები შეფასდება. პროექტის თანახმად, აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. სამუშაოების ვადა 2017-2020 წლები განისაზღვრა. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.