19, იანვარი 2017 11:37:00
ქვედა თხილვანას მცხოვრებლები ხელისუფლების შეთავაზებას კვლავ არ თანხმდებიან. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებისთვის ტერიტორიის დაცვლა ქირით ცხოვრების სანაცვლოდ მიუღებელია. ამბობენ, რომ არ არსებობს გარატია, რომლის საფუძველზე რომ სამი თვის შემდეგ მთავრობა მათ მუდმივ საცხოვრებელს შეუძენს. ადგილობრივებითვის მიუღებელია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩასახლებაც.
ადგილობრივებისთვის მიუღებელია „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ჩართვაც, რომლის ფარგლებშ თოთოეულ ოჯახს 25ათასი ლარი გადაეცემა. ისინი ხელისუფლებას მიწის ნაკვეთს ან მუდმივი საცხოვრებლის შეძენას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამეწყრილი სოფლის დატოვებას არ აპირებენ.
სოფელში დილიდან კომისია, რომელიც ადგილზე სწავლობს არსებულ სიტუაციას. დაწყებულია მოსახლეობის, სულადობის, საცხოვრებელი ფართობისა და პირუტყვის აღწერა.
საინიციატივო ჯგუფსა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგნელებთან ერთად სამუშაოებში დილიდან ჩართულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, მოქალაქეებთან მოლაპარაკებას გააგრძელებს. უკიდურეს შემთხვევაში კი მთავრობასთან ერთად ადგილობრივების განსახლების ალტერნატიულ გზებს გამონახავენ.
ქვემო თხილვანაში მეწყერი 10იანვარს განვითარდა და იქ მცხოვრებ 62 ოჯახს საფრთხე შეუქმნა.