22, ივნისი 2017 14:08:00
ბიუროს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა. წარმოდგენილ ცხრა საკითხს ბიუროს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ძირითადი ცვლილებები, რომლებიც იურიდიულ და საპროცედურო კომისიამ წარმოადგინა საჯარო რეესტრის შესახებ კანონში და საჯარო მოხელეთა შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო მოხელეთა სერთიფიკატის გარდა საჯარო მოხელის სერთიფიკატიც მოეთხოვება. ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ასევე ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხების გადანაწილების შესახებაც იმსჯელებენ.