21, დეკემბერი 2020 17:40:00
ბათუმის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 151 მილიონით განისაზღვრა. როგორც აღმოჩნდა, მერია ფულს ძირითადად ისევ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯავს. პრიორიტეტად დატოვეს ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. სხდომას არ ბოიკოტის ნიშნად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველმა გუნდმა მიიღო.
2021 წელს ბათუმის მერია ფულს ძირითადად ისევ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯავს. ამისთვის 80 მილიონი ლარი გაწერა. პრიორიტეტად დატოვეს ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ბიუჯეტი, ქალაქს საკრებულომ დღეს დაუმტკიცა. მთლიანი მოცულობა 151 მილიონი ლარია.
სინქრ
კოვიდპანდემიის მიზეზით, შექმნილი გამოწვევებისათვის, 16 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. ეს გულისხმობს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას მედიკამენტებით.
ბიუჯეტს კენჭი მხოლოდ მმართველმა გუნდმა უყარა. სხდომას, ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა ოპოზიცია. შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ორ დამოუკიდებელ წევრს ჰქონდა. მათ ბათუმის, მერის მოვალეობის შემსრულებელს კითხვით, რიგგარეშე საკითხზე მიმართეს.
სხდომას მესამე სექტორიდან, "საზოგადობრივი განვითარების აკადემიის" ხელმძღვანელი ესწრებოდა. შეკითხვებით, რომა დოლაბერიძემ სულიკო თებიძეს მიმართა.
დაპირება დაპირებად დარჩა. სულიკო თებიძე სხდომათა დარბაზს ისე გაეცლა, საპასუხოდ არც დოლაბერიძესთან გაჩერდა და არც ჟურნალისტებს დაგვიდგა კამერების წინ.