31, დეკემბერი 2020 22:00:00
გულსუნდა მდივანი 87 წლისა. ასაკის მიუხედავად, თავის მოვლა განსაკუთრებით უყვარს. სანტასაც, სურვილების წერილში თავის მოვლის საშუალებები დაუტოვა. განსაკუთრებული სურვილია სუნამო, რომელსაც წლებია ერთგულობს. შემდეგ მოდის სურვილი, გაეზარდოს ასაკობირვი პენსია, სტაჟის და დამსახურების მიხედვით.
საახალწლო სურვილები მრავლად აქვს 75 წლის ნუნუ ავჯიშვილსაც, თუმცა მას ფუფუნების თუ თავის მოვლის საშუალებები არც კი ახსოვს. რაც ყველაზე მეტად უნდა, ეს საკვებია. როგორც ყველას, უნდა საახალწლო სუფრაზე ტკბილეული მასაც ჰქონდეს.
84 წლის კადრია ბებიასთვის, ტკბილეული და საკვებიც მეორეხარისხოვანია, რადგან მოხუცს საცხოვრებელიც კი არ აქვს. იგი თავს "ოცნების ქალაქში" სახელდახელოდ აგებულ ფიცრულში აფარებს. ოცნებობს ახალი წელი მისთვის ისეთივე იყოს, როგორც ფინანსურად შეძლებულ ოჯახებში.
მოხუცები გულდაწყვეტით ამბობნ, რომ მთავრობისგან, წინასაახალწლოდ, სასურსათო კალათებიც კი ვერ მიიღეს.
გარდა იმ ოჯახებისა, რომლებსაც აჭარის მთავრობა თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტი ერთჯერადი კალათით დაეხმარა, მაინც მრავლად რჩება ისეთი ოჯახი, სადაც, სხვა დღეებისგან, არაფრით განსხვავებული ახალი წელი გაუთენდებათ.