05, მარტი 2021 21:10:00
რეგიონის სოფლის მეურნეობების პოლიტიკა და ფერმერების საჭირობები- აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამაგების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი სურმანიძემ გამოწვევების გადასაჭრელად აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების წევრების მოსაზრებები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა. ასევე იმსჯელეს, როგორ უნდა გაუნჯობესდეს სოფლად მცხოვრებლებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაცია. სურმანიძის თქმით, პრიორიტეტების განსაზღვრაში ამაგები უფრო აქტიურ დონეზე უნდა ჩაერთონ.