ხუთშაბათი 18, იანვარი 2018

ენერგოეფექტური ავტობუსები ბათუმში

13, ივლისი 2017 17:06:00

კონფერენციის ფარგლებში ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით სასესხო და საგრანტო ხელშეკრულება გაორმდა. შეთანხმების  თანახმად, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება. აღნიშნულთან დაკავშირებით,  ფინანსური შეთანხმება დღეს ბათუმის მერიას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის  გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად,  იბიარდი ავტობუსების შესაძენად 7მლნ ევროს გამოყოფს. ბათუმის მერის განმარტებით, ახალი  ავტობუსები ქალაქში სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩდება, თავდაპირველად ელექტრო და დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმოძრავებენ. 


დღის ამბები