25, ივნისი 2021 17:38:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო რეგიონების ასოციაციის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბიურო გლობალურ საკითხებზეა ფოკუსირებული და მიზნად ისახავს რეგიონებისა და ქვეყნების ერთობლივ მუშაობას უკეთესი მომავლისთვის. სესიაზე, რომლის მთავარი თემაც კლიმატის ცვლილებები იყო, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მწვანე პოლიტიკაზე ისაუბრა. რიჟვაძე, საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად 2020 წლის 29 ოქტომბერს, 2 წლის ვადით, აირჩიეს.