28, ივნისი 2021 17:19:00
„უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ - ბსუ-ში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში, ათი რეგიონული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელმა, რექტორთა კონფერენციის დაარსების ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი განიხილა. დაიგეგმა პარტნიორობის სქემა. იმსჯელეს სტრატეგიული გეგმის ძლიერ და სუსტ მხარეებზეც. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია. მიზანი უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების, კვლევებისა და განვითარების საკითხებზე ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობაა.