საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული საწავლებელი ,,ბლექსი" აჭარის მთიანეთში ფილიალებს ხსნის. შენობა და საგანმანათლებლო პროგრამები ახლა აკრედიტაციას გადის, გახსნასა და მსმენელთა მიღებას კი, ადმინისტრაცია, ახალი სასწავლო წლისთვის აანონსებს. სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებელს საგანმანათლებლო პროგრამები, მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად დაემატება. რა პროფილის კადრებს გადაამზადებს ,,ბლექსი" მთიანეთში და რა მართულებაზე გაკეთდება აქცენტი?
საქართველოს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ასებული პროფესიული სასწავლებელი „ბლექსი“ ფილიალის გახსნას, ქედასა და შუახევში, შემოდგომისთვის აანონსებს. სასწავლებლისთვის სპეციალური შენობები, თვითმართველობებმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითგაარემონტეს და სარგებლობისთვის,პროფილის შენარჩუნების მოთხოვნით, სასწავლებელსგადასცა.
ქედის მსგავსად შუახევშიც, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შუახევის მერიის საკუთრებაში არსებულ ყოფილ ადმინისტრაციულ შენობას. შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე განმარტავს, რომ მერიამ თანხები, მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების მიღებისთვის და ადგილორივ ბაზაზრე კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად გამოყო.
კოლეჯი „ბლექსის“დირექტორი, გიორგი გოგიტიძის ინფორმაციით ქედაში, პირველ ეტაპზე მეფუტკრეობას შეასწავლიან, შუახევში კი აქცენტი ელექტრობასა და შედუღების საგანმანათლებლო პროგრამაზე გაკეთდება. მსმენელების მიღება მას შემდეგ დაიწყება, როდესაც შენობისა და საგანმანათელბლო პროგრამების ავტორიზაცია დასრულდება.
აჭარის მთიან მუნიციპალტეტებში მოწყობილი პროფესიული სასწავლებლები, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემაც მოინახულა. თამარ ქიტიაშვილი, ასოციაცია „ჯარას“ მერ, „ბლექსის“ ქედის ფიიალისთვის, ჯარას სკების გადაცემასაცდაესწრო. პრაქტიკული სწავლებისთის, ჯარას სკები სოფელ პირველ მაისში, მეფუტკრე რევაზ თურმანიძის სადემონსტრაციო მეურნეობაში განთავსდა. სწორედ, აქ გნხორციელდება პრაქტიკული სწავლება ქედელი მსმენელებთვის.
კოლეჯი „ბლექსის“ ქედისა და შუახევის ფილიალებისთვის სპეციალისტები, ევროკავშირის დაფინასებით, გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ენპარდ - 3 ფარგებში“ გადამზადდა.