25, ივლისი 2017 14:09:00
„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ის პუნქტი წარმოადგენს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას კრძალავს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოქმედი ჩანაწერი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ მეწარმეობისა და კონკურენციის პრინციპებს. კონსტიტუციურ სარჩელს მოსარჩელის კონკრეტული შემთხვევა უდევს საფუძვლად. აღნიშნავს, რომ სადაო ნორმიდან გამომდინარე სამოქალაქო დავა ქონდა კონკურენტებთან. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.