25, იანვარი 2017 08:29:00
9 დღეში გაირკვევა გაიყიდება თუ არა და რამდენ ლარად გასხვისდება ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხზე მდებარე ორი შენობა და მათზე დამაგრებული ფართობი აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაიტანა და მისი გასაყიდი საწყისი ფასი ოთხ მილიონ ნახევარ ლარად განსაზღვრა. კორპუსები,რომლებიც აუქციონზეა გატანილი, 2006 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაშია - ერთი სასწავლო კორპუსია, მეორე კი საერთო საცხოვრებელი. პირობის მიხედვით, სწორედ, უნივერსიტეტს უნდა ჩაერიცხოს თანხის დიდი ნაწილი, კონკრეტულად კი 3 მილიონი ლარი. პირობის თანახმად, ახალმა მეპატრონემ ხუთი წლის ვადაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. რატომ დათანხმდა უნივერსიტეტი ქონების გასხვისებას და რას მიიღებს სანაცვლოდ - უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას დღის მთავარ გამოშვებაში გაგაცნობთ.