15, აგვისტო 2017 19:51:00
800-მდე ოჯახი ლიფტის გარეშე. გორგილაძის 118 ნომერში, მაღალი საცხოვრებელი კორსპუსის მცხოვრებლებს, შენობაში არსებული 4 ლიფტის მიუხედავად, 26 სართულის ავლა ფეხით უწევთ. საქმე იმაშია, რომ 3 ლიფტი, რომელიც 118-ის მობინადრეებისთვისაა განკუთვნილი, მწყობრიდანაა გამოსული. ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი, ისიც შეფერხებით. კომპანია, რომელმაც მოძრავი კაბინები უნდა შეაკეთესოს, ვერ ასახელებს, როდის აღუდგებათ კორპუსის მცხოვრებლებს ლიფტით სარგებლობის შესაძლებლობა.