16, აგვისტო 2017 19:59:00
პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველო" ქალისა და კაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პარტიის წევრებმა სარჩელი შეიტანეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპენსიო ასაკი ქალისა და კაცის შემთხვევაში 60 წელი უნდა იყოს. "ახალი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკში განსხვავება დისკრიმინაციული მიდგომაა.