22, აგვისტო 2017 20:05:00
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა’’ და ,,აჭარის დასაქმების სააგენტოს" შორის. ხელშეკრულება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა ითვალისწინებს. შეხვედრას საკრუინგო და ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისაუბრეს სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორცილების გეგმებზეც. განიხლეს საზღვაო განათლების კუთხით საგანმანათლებლო მიმართულების სექტორის დამატების საკითხიც.