21, სექტემბერი 2017 17:02:00
რეგიონში ტურისტული მარშრუტების მარკირების პროცესი გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი შესაბამის ნიშნულებს ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ გზებზე ამონტაჟებს. მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, 20-ზე მეტი მანიშნებელი დამონტაჟდა. კერძოდ, ფირნიშები გობრონეთის, მაჭახელას, კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულის ტურისტულ ობიეტებზე განთავსდა. როგორც დეპარტამენტში განმარტეს, წლის ბოლომდე ასევე, იგეგმება მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლება.