29, სექტემბერი 2017 14:02:00
მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017” გაიხსნა. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ. გამოფენა საზეიმო ვითარებაში მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოში, თურქეთში, უკრაინასა და ირანში მოღვაწე კომპანიები იღებენ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას. „Agro Batumi 2017”, “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით იმართება.